ხადას ხეობაში რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ოთხი წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.
დუშეთის გამგებლის განცხადებით, ადგილი, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს, შესაბამის სამსახურებს სავარაუდო დამნაშავემ მიუთითა.
ზურაბ სეხნიაშვილის ინფორმაციით, ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, თუმცა ოფიციალური განცხადება შსს-ს არ გაუკეთებია.