ხაჭაპურის ფესტივალი

ხაჭაპურის ფესტივალს უმასპინძლა რუხის სავაჭრო ცენტრმა. დეგუსტაციასთან ერთად, სტუმრები ხაჭაპურის ცხობის მასტერკლასს ადევნებდნენ თვალს.

ფესტივალში 37 მსურველი მონაწილეობდა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონიდან. მომზადდა იმერული, მეგრული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური და თუშური ხაჭაპურები.

განსაკუთრებული იყო ოთხმეტრიანი ხაჭაპური შამფურზე. წარმოდგენილი იყო ელარჯი და გებჟალიაც.

ფესტივალის ბოლოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება კონცერტმა დაასრულა.