სოლიდარობის აქცია

20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს რუხში, საოკუპაციო ხაზთან პარტია „ლელოს“ სამეგრელოს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სიმბოლურად აირჩიეს საოკუპაციო ხაზი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად.

„ლელოს“ სამეგრელოს ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც რუსთაველის გამზირზე იდგა, დაზარალდა და თავის ნება და სურვილი გამოხატა. საპროტესტო აქცია „ლელოს“ წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან მსვლელობით დაიწყეს და ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დაასრულეს.