ნიკა მელიას ბრალდებების და მწვავე კრიტიკის შემდეგ დავით კეზერაშვილის განმარტებების გაკეთება უწევს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები მის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიაში ჩაერთვნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მხრიდან პირველი არხის ეთერში „მოოლიგარქო ტიპაჟად“ მოხსენიებული და არაფორმალური გავლენების მოპოვების მცდელობაში დადანაშაულებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი
ოპოზიციური პარტიების შიდა საქმიანობაში ჩარევას უარყოფს, თუმცა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მონაწილეობას ადასტურებს. მელიას განცხადებისგან გამიჯვნის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული ლიდერები შიდა დაპირისპირებაზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან, თუმცა კეზერაშვილის განმარტებები დამაჯერებელი არ არის ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის. ისევე როგორც მმართველი გუნდისთვის, რომელიც ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ გავლენაზე მიუთითებს და კეზერაშვილის დღევანდელ წერილს ამ გავლენის აღიარებად მიიჩნევს.