კერამიკული ქანდაკებების გამოფენა-გაყიდვა

კერამიკის მოყვარულთა სტუდიის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა თბილისში. წარმოდგენილი იყო 50-მდე ავტორის კერამიკული ქანდაკებები და სახლის აქსესუარები. ნამუშევრების ავტორები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. შემოქმედებითი სახელოსნო უკვე მესამე წელია არსებობს და ძირითადად კერამიკულ ნამუშევრებს წარმოადგენს. გამოფენაზე ნივთების დათვალიერება ერთი დღის განმავლობაში იყო შესაძლებელი.