კელი დეგნანის გზავნილები და პოლიტიკური შეფასებები

საქართველოში ამერიკის ელჩის კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ განსხვავებულად ფასდება.

ვინ არის კელი დეგნანის განცხადების ადრესატი, როცა ის ამბობს, რომ ზოგიერთი ძალინ ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავს სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც სანქციების თემაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აქტიურად მუშაობდა, მიიჩნევს, რომ ამერიკელი დიპლომატის შეფასება მას არ ეხება. კელი დეგნანის განცხადების მთავარ ადრესატად სწორედ ოპოზიციას მიიჩნევს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ამერიკის ელჩს სანქციების თემაზე კიდევ უფრო მკაფიო განცხადება უნდა გაეკეთებინა.