საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი პარლამენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა.
კელი დეგნანმა დადებითად შეაფასა კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილის ასახვა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი შექებას იმსახურებს, რადგან პრიორიტეტს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს ანიჭებდა. ამასთან, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი პრიორიტეტს კვლავ ამ მიმართულებას მიანიჭებს და კანონმდებლობაში საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს სრულად ასახავს.