კელი დეგნანი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას ამერიკის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩის განცხადებით, თუ ადამიანები იცავენ მათ მიერ განსაზღვრულ წესებს, ისინი ჩვეულებრივ იღებენ ვიზას. საუბარია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ პირველი არხის გადაცემაში – „თავისუფალი ხედვა“ გაკეთებულ განცხადებაზე. ირაკლი კობახიძემ ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, საქართველოში დატოვეს.