ამერიკის ელჩი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფს“ შეხვდა. მანამდე კი დისკუსია გაიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან. ორივე აუდიენცია კელი დეგნანის ინიციატივით შედგა. დახურულ კარს მიღმა მხარეებმა უკრაინის ომი, ამ ფონზე რეგიონში შექმნილი ვითარება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით.