კათოლიკური ეკლესია დღეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სააღდგომო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ ყველა კათოლიკურ ეკლესიაში ტარდება. თბილისის ქალწული მარიამის ზეცად აღყვანების კათედრალურ ტაძარში საპასექო მსახურება გუშინ საღამოს დაიწყო და მას კავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.
მოამბე