თბილისის საკრებულოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადებიდან 92-ე და აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიერ გამოცემული, საეკლესიო ეროვნული მნიშვნელობის ორი მონუმენტური პუბლიკაციის „მრავალეროვანი ბიბლია“ და „დიდნი კურთხევანი სქოლიოებით“ პრეზენტაცია გაიმართა. საღამოზე, გამოცემების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას წმინდა სინოდის წევრები, პრემიერ-მინისტრი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.