კასრისწყლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ცხოვრების გაუსაძლის პირობებზე საუბრობს სოფელ კასრისწყლის მოსახლეობა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

სოფელი გარესამყაროს პრაქტიკულად მოწყვეტილია, დასახლებაში არ არის მაღაზია და აფთიაქი, შეზღუდვით მიეწოდებათ სასმელი წყალი. კიდევ ერთი პრობლემა მომრავლებული ქვეწარმავლებია, რომლებსაც ადგილობრივები უკვე საცხოვრებელ სახლებში ებრძვიან.

მძიმე ვითარებას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ უძლებს და საკუთარ სოფელს ტოვებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პრობლემების შესახებ იციან, თუმცა მათ მოსაგვარებლად წლევანდელ ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ აქვთ.