ქვეწარმავლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. გიორგეთის საჯარო სკოლას ძველი პრობლემა კვლავ აწუხებს.

სამსართულიან შენობაში 200 მოსწავლე სწავლობს. ის არაფრით იქნებოდა გამორჩეული სხვა სასკოლო დაწესებულებებისგან, რომ არა ერთი გარემოება. რამდენიმე წელია გაზაფხულიდან შემოდგომამდე სკოლაში ქვეწარმავლები ბუდობენ. გასულ წელს ამის გამო სასწავლო პროცესიც კი შეწყდა. სკოლის პირველ სართულს რეაბილიტაცია  ჩაუტარდა, თუმცა წელს, გაზაფხულის დადგომისთანავე გიორგეთის სკოლაში ქვეწარმავლები ისევ დაბრუნდნენ.

ჟანა დიდებაშვილი არკვევდა რა არის ამის მიზეზი და შესაძლებელია თუ არა პრობლემის მოგვარება.