საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გურიაში ვიზიტს განაგრძობს. მან ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სოციალური საწარმო „რადო“ დაათვალიერა, რომელიც პირობითი მსჯავრდებულის მიერ არის დაფუძნებული.
აღნიშნული საწარმო ცემენტისა და ბეტონის ფილებს ამზადებს. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, გურია ერთ-ერთია იმ ოთხი პრიორიტეტული რეგიონიდან, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის, რეგიონულ განვითარებასა და განათლებაზე მიმართული ერთობლივი პროგრამებით ისარგებლებს.