კარლ ჰარცელის ინტერვიუ

„დროა მოკლევადიანი ინტერესები გვერდზე გადაიდოს“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ ერის საკეთილდღეოდ, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს და პროცესის მიზნების განხილვა დაიწყოს. ჰარცელის თქმით, დეოლიგარქიზაციის მიზანი არა ინდივიდუალურ პირებთან, არამედ სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა.