უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
კარლ ჰარცელი პროცესს პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში მოსამართლეების შერჩევის პროცესი არასდროს ყოფილა ასეთი გამჭვირვალე.
ჰარცელის განცხადებით, რამდენიმე კვირაში პარლამენტს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.