„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კომენტარში ვკითხულობთ, რომელიც მან ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა. ჰარცელის თქმით, ევროკავშირი არ ცნობს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს.
ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
ევროკავშირი განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას. – აცხადებს დიპლომატი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. უკანონო „არჩევნებში“ მონაწილეობა ჯამში დაახლოებით, 130 000 ადამიანმა მიიღო, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში 35 დეპუტატია.