მიხეილ სააკაშვილის საქმეს ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება, – აცხადებს კარლ ჰარცელი. მისი თქმით, ის კომენტარს არ გააკეთებს წერილზე, რომელსაც ევროპარლამენტარები ინდივიდუალურად აწერენ ხელს. ელჩის თქმით, დელეგაციის ყურადღება ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობისკენაა მიპყრობილი, რაც ფუნდამენტური საწყისია ევროკავშირისთვის. კარლ ჰარცელის განმარტებით, მოლოდინი აქვთ, რომ იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესი.