„მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი და ველოდები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გადახედავს შარლ მიშელის შეთანხმების ხელის მოწერის საკითხს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან 148 პარლამენტარი საკანონმდებლო ორგანოში შევიდა, რაც მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეული მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.