„როგორც ჩანს, საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით მიღწეული იქნა ფართო კონსენსუსი. ახლა ველოდებით, რომ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და პარლამენტში გაგრძელდეს განხილვები“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, იყო დისკუსიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ თამარ ჟვანიას პოზიციაზე დისკუსიები არ არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი. ჰარცელმა სასამართლო რეფორმაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, საკითხი 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც ყველა მხარე სერიოზულად უდგება.
მოამბე