ევროკავშირის ელჩი დიპლომატიურ მისიას ასრულებს. კარლ ჰარცელი საქართველოში, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. დიპლომატმა ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის დარჩება მის ნაწილად.