კარანტინი მარნეულში

მარნეულის კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გაგზავნილი ორივე ანალიზი უარყოფითია.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ, მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითრებაა და სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ჩაკეტილია ქალაქის ყველა შესასვლელი, დახურულია თითქმის ყველა ობიექტი. მოწყობილია საგანგებო ბლოკ-პოსტები. კარანტინის ზონაში შესვლის და გადაღების უფლება  მხოლოდ „მოამბის“ გადამღებ ჯგფებს აქვთ, რომლებიც სპეციალური ეკიპირებით იმყოფებიან ტერიტორიაზე.

ლიკა ალელიშვილი ბოლო ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან.