„ჩვენ მხარს ვუჭერთ გამჭვირვალობას“ – ამ მოწოდებით საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ უსინათლო პირები შეიკრიბნენ. ორგანიზაცია „მე დავინახე პროგრესის“ წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე განცხადებაც შეიტანეს. უსინათლო პირები მხარს უჭერენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არსებულ კანონპროექტს და საკომიტეტო განხილვებში ჩართვას ითხოვენ.