კანონპროექტი ყანების გადაწვის მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ

როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოში მიწის ნაყოფიერების შემცირებას იწვევს. საქმე სხვადასხვა მარცვლეული კულტურის აღების შემდეგ ნაკვეთზე დარჩენილი მცენარეული ნარჩენის დაწვას ეხება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს მოქმედება ადმინისტრაციული ჯარიმით უნდა ისჯებოდეს. შესაბამისი ინიციატივა პარლამენტმა უკვე მოიწონა.

რამდენად მასშტაბურია პრობლემა და რას ფიქრობენ არსებული პრაქტიკისა და მისი აკრძალვის შესახებ კახეთში, – შირაქში საკითხის გასარკვევად ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილი ჩავიდნენ.