კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - ვატო შაქარიშვილის განცხადება

კონსერვატიული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში დაბრუნებას მიესალმება. მოძრაობის დამფუძნებლის, ვატო შაქარიშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ლეგიტიმური მოთხოვნაა საქართველოში შემოსული უცხოური ფულის წარმომავლობისა და განკარგვის გამჭვირვალობა. მისივე თქმით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, არ ემსახურებიან ქვეყნის ინტერესებს.