პრეზიდენტისგან დიდი ალბათობით კიდევ ერთი ვეტოა მოსალოდნელი.
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სალომე ზურაბიშვილი აგენტების დევნად და რუსული კანონის გამეორებად მიიჩნევს და ავტორების, ანუ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების ანტიევროპულ მისწრაფებებზე მიანიშნებს. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა სულ უფრო მწვავდება. „ხალხის ძალას“ განმარტებები და მაგალითების მოყვანა უწევს იმის სადემონასტრაციოდ, რომ მათ მიერ ინიცირებულ დოკუმენტს რუსულ კანონთან საერთო არაფერი აქვს, ამერიკაში მოქმედ კანონთან შედარებით კი რბილია. ოპონენტებისთვის კეტეგორიულად მიუღებელია ავტორების მტკიცება, რომ პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს და ცალკეულ მედია-საშუალებებს უცხოური დაფინანსების გასაჯაროებას მხოლოდ გამჭვირვალობის მიზნით ავალდებულებს. შეფასებებში თავშეკავებულია მმართველი გუნდი, რომელიც შეთავაზებულ ინიციატივაში პრობლემას ვერ ხედავს და საპარლამენტო განხილვების დასაწყებად მზად არის.
ბიუროს სხდომამ, სადაც სადავო კანანონპროექტი დარეგსტრირდა, აქციის ფონზე ჩაიარა.