ორშაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – კანონპროექტი პირველი მოსმენით უნდა განიხილონ, პარალელურად, დოკუმენტის ირგვლივ ურთიერთბრალდებები არ წყდება. ხელისუფლება პროექტის მიღების აუცილებლობას ფინანსური გამჭვირვალობით ხსნის.
შეგახსენებთ, რომ პროექტი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციებისა და დონორებისგან მიღებული თანხების მიზნობრიობის წარდგენას ავალდებულებს. ეს ეხებათ მხოლოდ მათ, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.