კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ

ხმაურიანი განხილვა პარლამენტში. კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და ორი დამოუკიდებელი უწყება ყალიბდება, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მსჯელობენ. პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას აკრიტიკებს ოპოზიციის დიდი ნაწილი. სხდომას სახელმწიფო ინსპექტორი და მესამე სექტორიც ესწრება.