მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისა და დარღვევის პრევენციის მიზნით, კონკურენციის სააგენტო მუშაობას განაგრძობს.პირველ ნოემბერს ამოქმედებული კანონმდებლობით, მომხმარებლის საფინანსო დაზღვევის სექტორში მთავარი ინსტრუმენტი კონკურენციის სააგენტო იქნება. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დაწუნებული პროდუქტის არსებობის შემთხვევაში, კონკურენციის სააგენტო მაქსიმალურად დაიცავს მომხმარებლის უფლებებს და განსაზღვრული ვადის ფარგლებში განიხილავს მათ მიერ წარდგენილ განაცხადს.