კანონპროექტი მართლმსაჯულების შესახებ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში წარადგინეს „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. ცვლილებები სასამართლო რეფორმას ითვალისწინებს. ინიციატორების განცხადებით, დოკუმენტის თანახმად, იგეგმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, ასევე, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ პასუხისმგებლობის გათვალისწინება. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიმართულებით ვალდებულება არ შეასრულა.