სახელმწიფოსგან მოქალაქის მეტი დაცულობა სახელდება იმ კანონპროექტის მთავარ მიზნად, რომლის განხილვას პარლამენტი ახლა იწყებს.
საკანონმდებლო ინიციატივა სახელწოდებით „გირგვლიანის შესწორება“ მზად არის. თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დოკუმენტის გარშემო დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სასჯელი მკაცრდება ხელისუფლებაში მყოფ მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებიც საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ბოროტად გამოიყენებენ ან მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ჩაერევიან. სისხლის სამართლის კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები რეზონანსულ საქმეებზე უკვე გამოტანილ განაჩენებს არ შეეხება.