„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. პროექტის თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მსგავსი პირადობის დოკუმენტის მფლობელ პირებზე, იმავე მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ ახალ დოკუმენტზე, პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.