იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობის ავტორობით მომზადებულ დოკუმენტზე მსჯელობას დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გააგრძელებენ. დაგეგმილი ამნისტია 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება და ჯამში სხვადასხვა ფორმით და ეფექტით სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლს და პატიმრების ერთ მესამედს შეეხება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვას საპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტები“ ესწრებოდნენ. ისინი ამნისტიის კანონპროექტს მხარს უჭერენ, თუმცა, „გირჩი“ ამნისტიის კიდევ უფრო გაფართოებას ითხოვს.
კონკრეტულად რამდენ პატიმარს ეხება დაგეგმილი ამნისტია და როგორია მხარეთა პოზიციები, – დეტალებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.