რამდენად დაცულია ადამიანის უფლებები ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში და რა პირობებში უწევთ მუშაობა სოციალურ მუშაკებს – ამ თემაზე სასაუბროდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში კანონმდებლები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ.
სამინისტროს წარმომადგენლები დეპუტატებს იმ ვალდებულებებს აცნობენ, რომლებიც კანონის მიღების შემდეგ შესრულდა. საუბარი შეეხება კანონის აღსრულების კუთხით არსებულ გამოწვევებს.