პარლამენტის მიერ წინა კვირას მიღებულ კანონს ევროკავშირიდან ეხმაურებიან.
ორგანიზაციის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურის გზავნილი ოპოზიციამ ხელისუფლების მწვავე კრიტიკად და მკაცრ გაფრთხილებად აღიქვა. საგარეო ქმედებათა სამსახურის სპიკერი პეტერ სატანო შეშფოთებულია, რომ პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა და დოკუმენტი კენჭისყრაზე გაიტანა. საუბარია „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესს და პროცედურას ცვლის და რომელიც საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა. ვენეციის კომისია, რომელსაც პროექტის გაცნობა თავად მმართველმა პარტიამ სთხოვა, საკუთარ პოზიციას, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.