მმართველმა პარტიამ ვანის მოსახლეობას სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე წარუდგინა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ.
გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანისთვის თანაბარი შესაძლებლობები იყოს. დღესვე „ქართული ოცნება“ გივი ჭიჭინაძეს სამტრედიაში, ხონში და წყალტუბოში წარადგენს.