წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის და ვანის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა პარტიამ „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.
კანდიდატი 37 წლის ადვოკატი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, წყალტუბოს რაიონის, სოფელ მესხეთის მკვიდრი, ინდიკო ბერძენაძეა, რომელიც 2010 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრია და ამჟამადაც საადვოკატო საქმიანობითაა დაკავებული.