დღეს პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ისტორიკოსი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ჯამბულ ნაჭყებია წარადგინა. პარტიის გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა შეკრებილებს პარტიის მთავარი მიმართულებები გააცნო. ეს არის სიღარიბის დაძლევა და მინიმალური ხელფასი 500 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადების განახევრება იმ პირებისა და ოჯახებისთვის, ვისი შემოსავალიც 1000 ლარამდეა, ღირსეული საცხოვრისის უზრუნველყოფა სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისთვის და ასევე დევნილებისთვის.