კანდიდატის წარდგენა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ჭიათურაში მერის შუალედურ არჩევნებში კანდიდატი წარადგინა. მმართველი პარტიის სახელით კენჭს მოქმედი მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე იყრის. გივი მოდებაძის წარსადგენად ჭიათურაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ჯანდაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან და დეპუტატ გივი ჭიჭინაძესთან ერთად ჩავიდა.