პარტია „საქართველოს“ წარმომადგენლები წავკისის მოსახლეობას შეხვდნენ და მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს. წავკისის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ელიოზიშვილი, ხოლო მერობის კანდიდატი გიორგი ქუთათელაძე იქნება. შეხვედრაზე განიხილეს მოსახლეობის საჭიროებები. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ადგილობრივებს ყველაზე მეტად სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ.