მმართველი გუნდი იმ კონკრეტული პირების დასახელებას ითხოვს, ვინც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ხელს უშლის. „ქართული ოცნება“ ამ მოწოდებით ხათუნა სამნიძეს მიმართავს, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კანდიდატის სტატუსის ფარულ საბოტაჟს ეწევა და ოპოზიციის ამ გეგმაზე ინფორმაცია თავად ევროპელი პარტნიორებისგან მიიღო. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობა. რაც შეეხება პარტია „ლელოს“ პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ სტატუსს მათი სახით დიდი გულშემატკივარი ჰყავს და ამტკიცებენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სტატუსის მიღება მხოლოდ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა.