საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების თარიღის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურა მკვეთრად იმატებს. შეფასება 8 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს. მანამდე კი შიდა პოლიტიკური ურთიერთბრალდებები პიკს აღწევს. მმართველი გუნდისთვის ოპოზიციონერი მურმან დუმბაძის ბოლო განცხადება კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმ კულუარული სამუშაოების, რითაც ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ მტკიცებით, თვეებია, დაკავებულები არიან. საუბარია დუმბაძის იმ პოზიციაზე, რომლის მიხედვით საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, სხვა შემთხვევაში მოქმედი ხელისუფლება ხელისუფლებაში ყოფნის ვადას გაიხანგრძლივებს.
როგორი იქნება ევროკომისიის დასკვნა და ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება – მმართველი პარტიის ლიდერები ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებაში დარწმუნებულები არიან.