საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის ვინაობა სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.
მრჩეველთა საბჭომ კონკურსანტებთან გასაუბრება დაიწყო. მაუწყებლის დირექტორობის სურვილი სულ 10-მა კანდიდატმა გამოთქვა, მათ შორის 7 აჭარის ტელევიზიის თანამშრომელია. მეორე ტურში გადავიდა 9 კონკურსანტი. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის, ნათია შავაძის დოკუმენტაციაში მრჩეველთა საბჭომ ხარვეზები აღმოაჩინა. მას არ ჰქონდა წარდგენილი მაგისტრის დიპლომი, რასაც კანონმდებლობა ითხოვს. მრჩეველთა საბჭო დღეს ოთხ, ხვალ კი ხუთ კანდიდატს გაესაუბრება. 17 საათისთვის გაიმართება კენჭისყრა.