კანაფის კულტივირებაზე მთავრობის ინიციატივას ფორსირებას არ გავუკეთებთ. ეს ჩვენი ხელწერა არ არის. ამ ინიციატივას საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციები მოყვა – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძის თქმით, ინიციატივა ორ მიმართულებას ეხებოდა და პირველი იმ სამართლებრივ რეალობას უკავშირდებოდა, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დადგა. მეორე მიმართულება კი სამედიცინო დანიშნულებით კანაფის ექსპორტს შეეხებოდა, თუმცა ამ ფაქტს ვნებათაღელვა მოჰყვა. პრემიერი ადასტურებს, რომ ამ ნაწილში საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო.