კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყანას არ აქვს, კანადას თეირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებაში ჩართვა სურს. ტრიუდოს თქმით, ის შოკირებული და დამწუხრებულია ირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო. „დღეს, ვარწმუნებ ყველა კანადელს, რომ მათი უსაფრთხოების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – ვკითხულობთ კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი ბოინგ 737, რომელიც თეირანიდან კიევის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა, 8 იანვარს ირანის დედაქალაქის აეროპორტთან ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 168 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი გარდაიცვალა.