კანადაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღეს. დოკუმენტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დებულებებს მოტყუებით ან ფარული ქმედებების წინააღმდეგ. შეიქმნება სპეციალური „გამჭვირვალობის რეესტრი“, სადაც უნდა დარეგისტრირდნენ გარკვეული პირები, რათა თავიდან იქნეს არიდებული უცხოური გავლენა ქვეყანაში. ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა და სხვა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ, შეიძლება დაიქირაონ პირები, რათა მათ იმოქმედონ მათი სახელით და არ გაამჟღავნონ კავშირები კონკრეტულ პირებთან. სამოქალაქო საზოგადოება ახალ კანონპროექტს აკრიტიკებს. მათი თქმით, კანონპროექტმა, შესაძლოა, ადამიანთა უფლებები დაარღვიოს.
კანადაში გამჭვირვალობის კანონის მიღებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.