კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ჩატარდა.
საინფორმაციო კამპანიასთან ერთად მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩაეტარებინათ უფასო სკრინინგი, რომელსაც მათ, როგორც კლინიკებში, ისე რეგიონებში მობილური ცენტრების საშუალებით სთავაზობდნენ. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ცნობიერების ამაღლება ძუძუს კიბოს შესახებ და როგორი შედეგი ჰქონდა სკრინინგ პროგრამას. თემაზე „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს ირმა ზავრადაშვილმა უპასუხა.
ირმა ზავრადაშვილი – „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი