„არავინაა უსაფრთხო, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ“- ამ სახელწოდების კამპანია დაწყო ვაქცინაციის წასახალისებლად. იმუნიზაციის პროცესში ერთვებიან საქართველოში მცხოვრები ლტოლვილები, თავშესაფრის მაძიებლები და მოქალაქეობის არმქონე პირები. ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას ეკუთვნის. საინფორმაციო კამპანია, მარტყოფში, თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში მიმდინარეობს.