„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე და ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟებას ითხოვენ. ისინი თბილისის მერიას გულგრილობაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ უწყებას მსგავსი მოთხოვნით კამპანიის, „იცურე მშვიდად“ ფარგლებში უკვე მიმართეს. მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა თბილისის ზღვის სანიტარული წესების შემუშავებაზე, რომელიც ასევე უსაფრთხოების სტანდარტებს ითვალისწინებს.