ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე კრიზისულ მომენტში, ექიმები პოლიტიკური თავდასხმის სამიზნეები ხდებიან.
ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი საქართველოში „კოვიდ 19“-ის დღეისთვის არსებულ ოფიციალურ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებს და მთავრობის დაკვეთით მაჩვენებლების შესაძლო დამალვაზე მიანიშნებს. ამ ფონზე პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტუალობას არ კარგავს მასობრივი ტესტირების მოთხოვნა, რომელიც „კოვიდ 19“-ის პირველივე შემთხვევიდან თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი გზავნილია.
ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა ტესტირების მეთოდიკა არაერთხელ განმარტეს და დღეს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ქვეყნის მიერ შერჩეული ტაქტიკა, ანუ მიზნობრივი ჯგუფების მასობრივი ტესტირება სწორი და ეფექტურია.
სალომე ქოქიაშვილი დაინტერესდა „კოვიდ 19“-თან ბრძოლის პოლიტიკური კონტექსტით და ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების კრიტიკით, რომლის პირდაპირი ადრესატი ხელისუფლებაა, თუმცა ირიბად ის სწორედ ექიმებს ეხება – ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დღემდე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაში პირადად არიან ჩართულები და ამ წუთებშიც ადამიანების გამოსაჯანმრთელებლად იბრძვიან.